საინჟინრო პროექტირება
პროექტს ვამზადებთ იმ ცოდნით, თუ როგორ სრულდება მონტაჟი რეალურ ობიექტზე. სისტემები წინასწარ არის ერთმანეთთან კოორდინირებული — საკაბელო არხები, ჰაერსატარები და მილები ჭერში ერთმანეთს არ ეჯახება, ხოლო მშენებლობის პროცესში ცვლილებებისა და დამატებითი ხარჯების საჭიროება მცირდება.
ვმუშაობთ როგორც სრულ საპროექტო პაკეტზე, ისე ცალკეულ მიმართულებაზე — ახალ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე და უკვე მოქმედ ობიექტზე.
რომელ სისტემებს ვაპროექტებთ
- ელექტროსისტემები
- გათბობა-გაგრილება
- ვენტილაციის სისტემები
- წყალგაყვანილობა და წყალარინება
- ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
- სუსტი დენების სისტემები
- შენობის მართვის სისტემები (BMS)
- მზის ენერგეტიკა
კვლევა და საწყისი ეტაპი
- ობიექტის დათვალიერება და საწყისი მონაცემების შეგროვება
- ტექნიკური დავალების შედგენა დამკვეთთან ერთად
საინჟინრო გაანგარიშებები
- ელექტრო სიმძლავრე, დატვირთვების ბალანსი და კვების სქემა
- სითბური და სიცივის დატვირთვები ოთახების მიხედვით
- ჰაერის ხარჯები და საჰაერო ბალანსი
- წყლის მოხმარება და ჰიდრავლიკური გაანგარიშება
ნახაზები და კოორდინაცია
- გეგმები, პრინციპული სქემები, კვანძები და აქსონომეტრია
- სისტემების ურთიერთკოორდინაცია — საკაბელო არხების, ჰაერსატარებისა და მილების შეთანხმება
დოკუმენტაცია
- აღჭურვილობის შერჩევა და სპეციფიკაცია — სულ მცირე ორი ალტერნატივით
- მოცულობათა უწყისი და ხარჯთაღრიცხვა
- შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება
არსებული პროექტის ექსპერტიზა
თუ პროექტი უკვე გაქვთ, გადავამოწმებთ და მოგაწვდით წერილობით დასკვნას. ხარვეზის მონტაჟამდე გამოვლენა ყოველთვის იაფია, ვიდრე მისი შემდეგ გამოსწორება.
ჩაბარებისას მიიღებთ: სრულ საპროექტო დოკუმენტაციას ელექტრონული და ბეჭდური სახით · გაანგარიშების ამონაწერებს · აღჭურვილობის სპეციფიკაციას · ხარჯთაღრიცხვას
როდის გჭირდებათ: ახალი მშენებლობა · რეკონსტრუქცია · სიმძლავრის გაზრდა · ობიექტის დანიშნულების შეცვლა
